Thursday, February 20, 2014

პროექტი

1.      პროექტის  სახელწოდება: სჭირდება  ქართულ მუსიკას  პოპულარიზაცია?!
2.      პროექტის  მთავარი  იდეა : მოსწავლეები  ერთმანეთისგან  განასხვავებენ   ქართულ ხალხურ   და  კლასიკურ  სიმღერებს,  ასევე  საკრავებს , ასრულებენ  ქართულ  მუსიკალურ  ნაწარმოებებს .იზრდება  მათი  დაინტერესება  ქართული  მუსიკით.
3.      პროექტის  აქტუალობა : მოსწავლეთა  დაინტერესება  კლასიკური  და ხალხური  მუსიკით  და საკრავებით .
4.      პროექტის  მიზნები :  ანალიზის  უნარის  განვითარება. პრეზენტაციის  უნარის  განვითარება, ინსტრუმენტების  შესახებ  ცოდნის  განმტკიცება. ინსტრუმენტების  ფლობის  უნარი.
5.      მონაწილეთა  ასაკი : მე-6  კლასი .
6.      ვადები/  ხანგრძლივობა : ...3  კვირა.
7.      მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიძლება  შეიქმნას:  აფიშა, მოსაწვევები  სტუმრებისთვის, პროექტის  მსვლელობისას  დაფიქსირდება  ყველა  აქტივობა  ფოტო კამერით. ვიდეო კამერით  მოხდება  კონცერტის  გადაღება  და  განთავსდება  სკოლის   საიტზე .
8.      პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეოკამერა, ფოტოკამერა, ზოგიერთი  ხალხური  და კლასიკური  საკრავი. ფურცლები, კალმები.
9.      პროექტის   მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები ):  მოსწავლეებს  ეძლევათ  დავალება  ინტერნეტში  მოიძიონ  და მოუსმინონ  შემდეგ  ნაწარმოებებს:
ა)  ხალხური  ,,მზე შინა“ .
ბ)  ნიკა  რაჭველის  „ მზე შინა“  (ლიზა  ბაგრატიონისა  და  გიორგი  უშიკიშვილის  შესრულებით ) .
დ)  სულხან  ცინცაძის  „ საკვარტეტო  მინიატურა ‘’-„მზე შინა“.
მოხდება  მოსმენილი  ნაწარმოებების განხილვა:  ბავშვები  ადარებენ  ერთმანეთს  სამივე  ნაწარმოებს  და მსჯელობენ  მათ  შორის  მსგავსებასა  და  განსხვავებაზე.
მოსწავლეები  ამოიცნობენ,  თუ   რა  ინსტრუმენტები  ჟღერს  აღნიშნულ  ნაწარმოებებში .
 იმ  მოსწავლეებს,   რომლებიც  ფლობენ  რომელიმე  ინსტრუმენტს ,  ეძლევათ  დავალება,  მოიძიონ  ინფორმაცია   ამ  ინსტრუმენტის   შესახებ .
იგეგმება  კონცერტისთვის  მზადება :
ა)  კეთდება   აფიშა, რომელიც  გაიკვრება  სკოლის  ფოიეში.
ბ)  მოსწავლეები  ამზადებენ  მათთვის  საინტერესო  მუსიკალურ  ნომრებს .
გ) მზადდება  მოსაწვევები  სტუმრებისთვის და ხდება  მათი დარიგება.
სკოლის   დარბაზში  ეწყობა  კონცერტი. კონცერტის დასასრულს   სტუმრები  ერთმანეთს  გაუზიარებენ  შთაბეჭდილებებს და  ისაუბრებენ  ქართული  ხალხური  და  კლასიკური  მუსიკის  პოპულარიზაციის  აუცილებლობაზე .
10.  საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:  მუსიკა, ისტ ,ხატვა.მუს.VI.7.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.მუს.VI.8.  მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებში.მუს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს მუსიკალური ნაწარმოებები.
11.  პროექტის   ხელმძღვანელი  (მასწავლებელი) :მაია  გულოშვილი
12.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:guloshvilimaia@gmail.com
 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;http://guloshvilimaiasblogi.blogspot.com/